"აქ არ დადო..." - მიხეილ ქუმსიშვილმა კახა კალაძეს ქილით უფასო სასადილოების საკვები მიუტანა, რომელსაც კალაძემ ხელი კრა და იატაკზე დააგდო
"ჩემმა მეგობარმა ეს გამომატანა თქვენთან ბატონო კახი. ეს არის ის კვებითი რაციონი, რასაც 4 წლის განმავლობაში აჭმევთ ადამიანებს", - "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს და მოქმედ მერს, კახა კალაძეს გადაცემაში ქილით უფასო სასადილოების საკვები მიუტანა, რომელსაც კალაძემ ხელი კრა და იატაკზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო: