"სააკაშვილის განცხადებები ისეთია, სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის განცხადებები ისეთია, სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს"

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამწუხაროდ ისეთია, რომელიც სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ბანერების შესახებ ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ეროვნულ წარმომავლობაზე მითითება სწორი არ არის.

"ვწუხვარ, როცა ამგვარი ფორმით გამოითქმის მითითება ეროვნულ წარმომავლობაზე, ეს არ არის სწორი. როცა კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით არ არსებობს აუცილებლობა, რომ მითითება მოხდეს ეროვნებაზე, ეს შეიძლება მიუთითებდეს დაკნინების სურვილის არსებობაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება საკითხის შინაარსს, აქაც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვან შეცდომებთან გვაქვს საქმე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამწუხაროდ ისეთია, რომელიც სერიოზულობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და პასუხადაც არ ღირს მსგავსი განცხადებებოს კომენტირება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სისხლიანი ბანერების ავტორი "ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოთრეული პირი, მოშე კლუგჰაფტია". მისი შეფასებით, სწორედ ის არის "გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში".