"კურსზე 42 გოგოს შორის ერთადერთი ბიჭი ვიყავი. ხელისგულზე მატარებდნენ! ხანდახან ისეთ თემებზე საუბრობდნენ, ვწითლდებოდი..."
ხვიჩა მაღლაკელიძეს ბლიცინტერვიუსთვის დავურეკეთ და მის შესახებ სხვადასხვა საინტერესო თუ სახალისო დეტალი შევიტყვეთ...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"იმ პერიოდში, ისეთი რაღაცები მიტაცებდა, რაც სხვა ბიჭებს არ აინტერესებდათ. გიტარით ვიპრანჭებოდი, კარიკატურებსაც ვხატავდი... გოგოსთან ურთიერთობის გაბმა რომ მინდოდა, პირველ რიგში, მეგობრულ შარჟს დავუხატავდი. მერე ის ჩემ მიმართ ინტერესს იჩენდა, - დედა, რა საყვარელია ეს ბაღანა, ვინაა, რა კარგად ხატავსო?!. - იწყებოდა ლაქუცი... "დაჟე", გოგონებთან ერთად, რეზინობანასაც ვთამაშობდი, რომ მათ თავისიანად ჩავეთვალე. საიდუმლოებებს მიმხელდნენ..."
"უნივერსიტეტში, კურსზე 42 გოგოს შორის ერთადერთი ბიჭი ვიყავი. ხელისგულზე მატარებდნენ! ყურადღებას იმდენად არ მაქცევდნენ, რომ ჩემი თანდასწრებით ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - გოგო, "კალგოტკაზე" თვალი გამექცა, მანიკიური ხომ არ გაქვს, რომ დავიწებოო?.. ხანდახან ისეთ თემებზე საუბრობდნენ, ვწითლდებოდი... საერთოდ, მდედრობითი სქესი მიყვარს და ის ნეკნი ალალი იყოს, რაც თავის დროზე ჩემმა წინაპარმა გაიღო..."
"ზედმეტად პუნქტუალური ვარ. ამით ყველას ნერვებს ვუშლი... თუ მეუღლესთან ერთად სადმე წასასვლელი ვარ, მასაც ვატყუებ - დანიშნულ დროზე 1 საათით ადრე დროს ვუსახელებ, რადგან საერთოდ, ცოლებს სახლიდან "არგამოტევა" სჭირთ. მეუბნება ხოლმე, - შენ წადი, მანქანა გაახურეო... ვატყობ, მთელი ცხოვრება მანქანას ვახურებ - ჩემი ძირითადი მოვალეობა ესაა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი