"ჯერ გაცნობიერება გვჭირდება" - რას ამბობს ვარლამ გოლეთიანი ENKA-ს მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
ნამოხვანის ჰესების კასკადის მიმართ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი "ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს რომ ინფორმაცია მათთვისაც სიახლეა და ჯერ დეტალებს გასაჯაროებას ელოდებიან.
"მეც ახლა გავიგე და ინფორმაციას ვაზუსტებთ. არ მაქვს არავითარი დამატებითი ცნობა. არც წინასწარი ინფორმაცია გვქონია და ახლა გაცნობიერება გვჭირდება, რა მოხდა და რა ხდება. ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიაში გავრცელდა. მეტის თქმას მოგვიანებით, ოფიციალური განცხადებების გაკეთების შემდეგ შევძლებთ", - აცხადებს გოლეთიანი "ბიზნესპრესნიუსთან".