კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული ბოკერიას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
ბოკერიას კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ორსული მკურნალობს. მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა.