კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული ბოკერიას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული ბოკერიას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბოკერიას კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ორსული მკურნალობს. მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა.