"ქართულმა ოცნებამ" საქართველო "გააღატაკა" და ჯერ ანაკლიიდან გაყარა ინვესტორები, ახლა იგივე მოხდა "ენკასთან" დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" საქართველო "გააღატაკა" და ჯერ ანაკლიიდან გაყარა ინვესტორები, ახლა იგივე მოხდა "ენკასთან" დაკავშირებით"

პარტია "ლელო - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" საქართველო "გააღატაკა" და ჯერ ანაკლიიდან გაყარა ინვესტორები, ახლა იგივე მოხდა "ენკასთან" დაკავშირებით.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ინვესტორები რომლებიც საქართველოში რაიმე პროექტის განხორციელებას აპირებდნენ "აქეთ აღარ გამოიხედავენ".

"ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გაყარა ინვესტორები ანაკლიაში, ახლა "ენკაში", და სხვა უამრავი ინვესტორი, რომელიც ამ ქვეყანაში რაღაცას აპირებდა და იმედის თვალით უყურებდა, პირდაპირ გეუბნებით, აქეთ აღარ გამოიხედავს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები და შემოსავალი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის, სასწრაფოდ საჭიროა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ნდობის აღდგენა, ინვესტორებთან თავიდან საუბარი და იმ ნაბიჯების გადადგმა რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა დგამს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, კომპანია "ენკას" მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.