"ქართული ოცნება" აბსოლუტურად ისტერიკულ და აგონიურ მდგომარეობაშია" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" აბსოლუტურად ისტერიკულ და აგონიურ მდგომარეობაშია"

ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" აბსოლუტურად ისტერიკულ და აგონიურ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ პარტია "დროს" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართულ ოცნებას" აქვს შანსი მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან.

"კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა ორი ოქტომბრის რეფერენდუმამდე, დღემდე, რომელიც გარდაუვალი ცვლილებების დასაწყისი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" აბსოლუტურად ისტერიულ და აგონიურ მდგომარეობაშია, ყველაზე კარგად მათ იციან, რომ არჩევნებში არიან დამარცხებულები. ამ მარცხისა და ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალობის გამო, "ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ გახდეს კიდევ უფრო აგრესიული და პირდაპირ ვთქვათ, დაერიოს ხალხს. მათ გადაწყვიტეს ნაცადი ხერხი - მოქალაქეებზე ძალადობა იყოს მათი რეაქცია წაგებაზე. დღეს საქართველოში ოპოზიცია არის გამარჯვებული და საზოგადოება პირველ რიგში ხმას აძლევს ცვლილებებს, ამიტომ, "ქართულ ოცნებას" აქვს შანსი მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან. ვურჩევ "ოცნებას", დარჩენილ დროში ნუ აზიანებენ საქართველოს ინტერესებს, მოქალაქეებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებისგან წასვლისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.