"იქ რუსული ავიაცია ბომბავდა, აქ კი მხოლოდ ნიკა მელია" - რას წერს გიგი უგულავა მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე?
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა: "ნაძირალა, "ხულიგანი", უინტელექტო".
საბოლოოდ მელიამ და კობახიძემ ერთმანეთზე გაიწიეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მომხდარს ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"ღმერთო, ეს მართავს ქვეყანას.
პ.ს. პასუხად არ მიიღება პრეზიდენტ სააკაშვილის ომისდროინდელი ფოტო. იქ რუსული ავიაცია ბომბავდა, აქ კი მხოლოდ ნიკა მელია".