"ასე თუ გაგრძელდა, პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა"
რა გველოდება კორონავირუსის მეხუთე ტალღის დროს და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ვაქცინიცირებული ადამიანების ყოველდღიური ციფრი გაიზარდოს? - ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ევრონიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პანდემია განვითარებულ ქვეყნებში გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ აცრის ასეთი ტემპით საქართველოში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნება, ვიდრე ახლაა.
"ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი მუდმივად ერთ დონეზე ვერ დარჩებოდა და დაიკლებდა, ამიტომ ახლა უნდა მოჰყვეს სპეციალური კამპანია სახელმწიფოს მხრიდან. ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში მსგავსი ტიპის ყოყმანი მაშინ გაჩნდა, როდესაც მოსახლეობის ნახევარი აიცრა, ჩვენს ქვეყანაში, ეს მომენტი უფრო ადრე დადგა.
როდესაც საქართველომ წლის დასაწყისში ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შეადგინა, სამიზნე მაჩვენებელი მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტით განისაზღვრა, ეს არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, თუმცა დელტა ვირუსის აჩქარებიდან გამომდინარე, ეს ციფრი ახლა გადასახედია. სხვანაირად პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა", - ამბობს ის.
მისი თქმით, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც ბევრია, თან მაშინ, როდესაც აუცრელი ადამიანების ყველაზე დიდი პროცენტი 50 წელს ზევით მოდის.
"საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია ყოველდღიურად 2000 შემთხვევაც. თუ 50 წლის ზევით ადამიანების დიდი ნაწილი აიცრება, მაშინ ჰოსპიტალიზაციის ნაწილი არ გადაიტვირთება, მაგრამ ჩვენთან ასაკოვანი მოსახლეობის დიდი წილი აუცრელია, რაც ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს კულუმბეგოვი.
რაც შეეხება ვირუსის ტალღებს, ექიმი მეხუთე ტალღას დეკემბრის ბოლოს პროგნოზირებს, რისი შედეგებიც შემაშფოთებელი იქნება.
"ვირუსმა დაგვანახა, რომ სამი თვე მიმდინარეობა აქტიურია, შემდეგ შედარებით სიმშვიდეა, მერე ისევ აღმავალი ციფრები იწყება, თუ ვაქცინაციით არ უპირისპირდება ქვეყანა. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა ველოდეთ აღმავალ ციფრებს და ახალ ტალღას.
ქვეყანამ მეხუთე ტალღის წინ უნდა იცოდეს რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი, ამისთვის კი საჭიროა ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა. საქართველოში ორჯერადად აცრილი რვაასი ათასი ადამიანია და აქედან ნახევარ მილიონზე მეტია, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ამიტომ თუ ადამიანების დიდი ნაწილი ქვეყანაში აუცრელია და მათ არ გადაუტანიათ კოვიდი, მეხუთე ტალღის დროს შეიძლება ძალიამ მძიმე სიტუაცია იყოს".
რაც შეეხება ვაქცინების ვადას, ამ კუთხით ალერგოლოგის პროგნოზი ასევე შემაშფოთებელია. აცრილი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინების გაფუჭებას, მათ მისცენ არჩევანი, რომ ბუსტერ დოზით აიცრან. თუმცა ბუსტერის გამოყენებას ამ ეტაპზე კულუმბეგოვი ეჭვქვეშ აყენებს. განაგრძეთ კითხვა