მედდამ, რომელიც კორონავირუსიან პაციენტებს უვლის, 20 000 ლარი მოიგო
თამარ ხუფენია მომენტალური ლატარია "შვიდიანის'' მაქსიმალური მოგების 20 000 ლარის მფლობელი გახდა.
მომგებიანი ბილეთი სხვა გადასფხეკ ლატარიებთან ერთად მან თბილისში მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანის'' შესასვლელში მდებარე ჯიხურში შეიძინა,
ბილეთები ადგილზევე გადაფხიკა და მომენტალურად 20 000 ლარით გამდიდრდა. მოგებაც მისთვის დროული აღმოჩნდა, თამარი
სახლში დაწყებულ რემონტს სწორედ მოგებული თანხით დაასრულებს.
თამარ ხუფენია წარმოშობით განმუხურიდან არის, 50 წლის მედდა ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვდინფიცირებულ პაციენტებს უვლის და ამბობს, რომ მძიმე პაციენტების მოვლა ათმაგპასუხისმგებლობას აკისრებს "ეხლა ცოტა შემცირებელია პაციენტების ნაკადი, სამი კვირის წინ
საშინელება ხდებოდა, რასაც მე ვუყურებ ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ, იმედია, მალე გადაივლის ეს კოშმარი და ყველა ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით''.
სამსახურიდან სახლამდე მიმავალ გზამდე, თამარი მომენტალურ ლატარიებს სისტემატურად ყიდულობს ხოლმე და მცირე თანხებსაც ხშირად იგებს, თუმცა 20 000 ლარის მოგბამ სულ სხვა სიხარული მოუტანა.
"სიმართლე გითხრათ იმდენად დარწმუნებილი ვიყავი, რომ აუცილებლად დიდ თანხას მოვიგებდი, რომ 20 000 ლარის მოგება არც გამვირვებია, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა,მაგრამ ამ მოგებას ველოდები და მოულოდნელობის ეფექტი არ მქონია, მოგებული თანხით შვილს გავახარებ და რემონტსაც დავასრულებ'' - ამბობს თამარ ხუფენია.
"საქართველოს ეროვნული ლატარია'' ულოცავს ქალბატონ თამარს მოგებას და წარმატებას უსურვებს.