"სს ფუდმარტი" რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
"სს ფუდმარტი"ქართულ ბაზარზე, რითეილ სექტორში #1 კომპანიას წარმოადგენს, როგორც მაღაზიების რაოდენობით, ასევე ბაზრის წილის კუთხით. კომპანია ოპერირებს რამდენიმე ბრენდის ქვეშ - SPAR, იოლი, დეილი და კალათა. ფუდმარტი SPAR სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მფლობელია და უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar International-ის გლობალური ოჯახის ნაწილს წარმოადგენს.
დღეს, შინდისში თბილისი-კოჯრის ქუჩა ნომერ 21-ში, ფუდმარტის რიგით მე-500 მაღაზია სადღესასწაულოდ გაიხსნა. მაღაზიის გახსნას ფუმდარტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იოჰანეს დევრი ესწრებოდა, რომელმაც კომენტრი გააკეთა - "დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ფუდმარტი თავისი 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მე-500 მღაზიას ხსნის.
ფუდმარტი თავისი მაღაზიების რაოდენობით და ბაზრის წილის მიხედვით ლიდერი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სპარის, იოლისა და კალათის ბრენდებს და ფრანჩაიზინგის უნიკალური მოდელითა და პარტნიორებით მოიცავს მთელ საქართველოს. სხვა ბრენდებთან შედარებით, ფუდმარტი ყველა მაღაზიაში გთავაზობთ, როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. კომპანიას აქვს აგრესიული ზრდის სტრატეგია, რაც გულისხმობს უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს საქართველოში და მომხმარებელთა კომფორტისთვის შექმნილ საკმაოდ ბევრ მაღაზიას საქართველოს ყველა კუთხეში“.
SPAR საქართველოში პოზიციონირდება, როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტის მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მომხმარებელთა საბაზისო თუ ლოკალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. SPAR მომხმარებელს სთავაზობს ევროპული პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს, სხვადასხვა ექსკლუზიური ბრენდებისა და SPAR ბრენდით წარმოებული პროდუქტების ფართო ასორტომენტს და ყოველთვიურად სააქციო ფასებს 500-ზე მეტ პროდუქტზე. მისი მაღაზიები მთელ საქართველოს მოიცავს და თბილისის თითქმის ყველა უბანშია წარმოდგენილი.
ფუდმარტს, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელის წარმოდგენილს ქართულ ბაზარზე, საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს წლის ბოლომდე და დაგეგმილია ქსელის კიდევ უფრო გაფართოება. კომპანიია აქტიურად ანვითარებს იოლი-ს ბრენდის ქვეშ ფრენჩაიზის მიმართულებას. ამ პროექტის მიზანია ადგილობრივი მცირე მეწარმეებისა და საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა და უცხოური გამოცდილების შემოტანა, რაც მცირე ზომის რითეილერების გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი იოლი გზაა.
(R)