პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია წინასაარჩევნოდ კარგად დაგეგმილ და პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს უწოდებს 23 სექტემბერს, ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში გადაცემა - "საქართველო ირჩევს 2021“ "პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების“ დეპუტაციის წინააღმდეგ.
ფრიდონ ინჯია თვლის და ადასტურებს, ის რაც ისტორიული ფაქტებია, კერძოდ, რომ სწორედ ნანა დევდარიანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეობის დროს, 2003 წელს, მოხდა არჩევნების გაყალბება, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მეთაურობით მოიყვანა ხელისუფლებაში.
"სწორედ, ნანა დევდარიანის მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიყვანა ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში და სააკაშვილმა ოსტატურად გამოიყენა ეს თავის სასარგებლოდ და შემდგომში მან ასევე, ოსტატურად ჩამოიშორა ჟვანია და ბურჯანაძე. რის შედეგადაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლით - ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები. დევდარიანის მიერ ამ პროცესების ხელშეწყობამ და "თავდადებამ“ მიანიჭა მას ხელშეუხებლობა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. დევდარიანის და სააკაშვილის ალიანსმა, სხვებთან ერთად, 2003 წელს მოგვცა ის, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 22% -ი, მოხდა ადამიანების მასობრივი დაპატიმრებები, ქონებების ჩამორთმევა, საპატიმროებში გაუპატიურებები, ადამინების წამება, მკვლელობები, ადამინების შავ ზღვაში გადაყრა. ძირითადი დამნაშავეები კი გარეთ არიან, ხოლო დევდარიანი, "ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანის ერთერთი ძირითადი მოქმედი პირი, არჩევნებზე საუბრობს. რომ არა მისი ეს გაყალბება, "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
როგორც ფრიდონ ინჯია აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენ დაგვავიწყდა ეს რეალობა რაზეც ზემოთ ვსაუბრობთ, ვინ მოიყვანა სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. არჩევნების გაყალბება, ეს იყო დაგეგმილი, როგორც შემდგომში გამომჟღავნდა, რითაც უნდა ესარგებლა "ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს - სააკაშვილს, რაც მან პირნათლად შეასრულა. ეს იყო სოროსის მიერ დაგეგმილი სცენარი და უფრო მეტიც, ამას ხალხის მიერ მოწყობილი "ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს. გავიდა წლები და იგივე სცენარით, 2020 წლის არჩევნებში ეცადა "ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები "გაყალბებების სცენარით“ აეგორებინათ ქვეყანაში არეულობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დევდარიანი არ ჰყავდათ ცესკოს თავმჯდომარედ.
რაც შეეხება "ევროპელი სოციალისტების“ პარტიის დაფუძნებას, მისი თავმჯდომარის განცხადებით, სწორედაც, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. "დიახაც, საქართველოში დაფუძნდა - სოციალისტური პარტია, სახელწოდებით - "ევროპელი სოციალისტები.“
"ვფიქრობ, პარტიის კონცეფცია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, მისი განხორციელების შემთხვევაში, იქნება ქვეყნის გადარჩენის გზა. პარტიას, რომლის ძირითადი ბირთვია საკანონმდებლო ორგანოში 4 პარლამენტარი, არავისთან არავითარი ვალდებულება არ გააჩნია და ის მოქმედებს და იმოქმედებს თავისი შეხედულებით, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისკენაა მიმართული“ - აცხადებს ფრიდონ ინჯია.
დევდარიანის ბრალდებას, თითქოს "ევროპელი სოციალისტები“ შეიქმნა "ქართული ოცნების“ მხრიდან გაცემული გარკვეული ბიზნეს დაპირებების სანაცვლოდ, ან თითქოს თურქი ბიზნესმენების მხრიდან ადგილი აქვს დეპუტატების შევიწროებას, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მსგავსი თურქი ბიზნესმენი ბუნებაში არ არსებობს და თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე ურთიერთობა თურქ ბიზნესმენებთან, ეს მხოლოდ უმაღლეს დონეზე და სრულ ურთიერთ გაგებაზე და ურთიერთ პატივისცემაზე იყო დამყარებული.
ფრიდონ ინჯიას აზრით, უცოდინრობაა "პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მალხაზ თოფურიას განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ბიზნეს საქმიანობა და სოციალიზმი ერმანეთთან შეუთავსებელია. იგი გაკვირვებას გამოთქვამს მალხაზ თოფურიას ამ განცხადების გამო და აღნიშნავს, რომ მალხაზ თოფურია, რომელმაც კარგად იცის ისტორია, უყვარს იგი, დაუჯერებელია, არ იცოდეს, რომ პირველი სოციალისტები, სოციალისტური იდეების ავტორები, სწორედ ბანკირები და მსხვილი კაპიტალისტები იყვნენ, და დღესაც ევროპის განვითარებული სახელმწიფოები თანამედროვე სოციალიზმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ. მაგრამ აქ უბრალოდ, მალხაზ თოფურია, ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, გაუაზრებლად, სხვის დავალებას ასრულებს.
"ჩვენ გვინდა და გვაქვს ამოცანად წარმატებული ქვეყნებიდან, ავიღოთ ყველაფერი საუკეთესო, რასაც თანამედროვე სოციალისტებმა მიაღწიეს. ეს იქნება ევროპული, აზიური თუ ამერიკული სოციალიზმი.“ - აღნიშნავს ფრიდონ ინჯია.
P.S.
ძალიან არ მინდოდა მესაუბრა "პატრიოტთა ალიანსზე“, მაგრამ იძულებული გამხადეს გამეცა პასუხი იმ გამიზნულად შეთხზული ბრალდებების ნაწილზე, რომელიც "ახალმა პატრიოტებმა“ ეთერიდან გააჟღერეს. იმედია, მათი გამონათქვამები არ ემთხვევა "პატრიოტთა ალიანსის“ შეგნებული უმრავლესობის აზრს. ინფორმაცია ყველაფერზე საკმაოდ ბევრი გვაქვს და ეს აღებული გეზი თუ გააგრძელეს "პატრიოტთა ალიანსის“ ზოგიერთმა "ახალგაზრდა წევრებმა“, მე იძულებული ვიქნები, თვალის ასახელად, ყველა ბრალდებას შესაბამისი პასუხი გავცე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს "პატრიოტთა ალიანსის“ სხვა წევრთათვის.
მათი პოპულისტური გამოსვლებიდან (თოფურია, დევდარიანი) კარგად გამოჩნდა, რომ მიუხედავად თავიანთი ასაკისა, "პატრიოტთა ალიანსში“ ამ ორ დამწყებ პატრიოტს არ აქვს სრული ინფორმაცია ჩვენზე, თუ რა წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ "პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო პარტია გამხდარიყო. ვთხოვ, ვისაც ეს ეკუთვნის, დაარიგონ ეს "ახალგაზრდები“ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.