"ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი" - კობახიძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი" - კობახიძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

"ვერ გაბედავს, მიზეზების და საბაბების ძებნა არ გაუჭირდება, შეიძლება ბევრ რაღაცას დააბრალოს, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას არც ამის შნო აქვს და არც რესურსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

"მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის.

"ინტერპრესნიუსი"