წარმოუდგენელი ორთაბრძოლა - ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა - კვირის პალიტრა

წარმოუდგენელი ორთაბრძოლა - ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა - მარლონ მორაესი დაანოკაუტა!

დვალიშვილი თავდაპირველად თვითონ გადარჩა, შემდეგ კი მეტოქის უპირატესობა სენსაციურად შემოატრიალა, გამარჯვებას მიაღწია და ბონუსის სახით, 50 ათასი დოლარიც მიიღო.

მერაბმა დაპირისპირების შემდეგ, ემოციურად ისაუბრა:

"მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გაეჩერებინა, თუკი საფრთხე ჩემს სიცოცხლეს შეექმნებოდა. მტკიოდა. ყველას გვტკივა. მე მებრძოლი ვარ! ნებისმიერ დროს დამიკავშირდით, ყველასთან საბრძოლველად მზად ვარ."

შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღო.

წყარო