ბერლინს პირველი ქალი მერი ეყოლება
წინასწარი შედეგების თანახმად, ბერლინის ფედერალური მხარის რეგიონულ არჩევნებში "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კანდიდატი, ფრანცისკა გიფი, გერმანიის დედაქალაქის პირველი ქალი მერი გახდება.
კერძოდ, არჩევნებში "სოციალ-დემოკრატებმა" ამომრჩევლების ხმების 21.4% მიიღეს, "მწვანეებმა" - 18.9%, ულტრამემარცხენე Die Linke-მ კი - 14%.
43 წლის გიფი მაიკლ მიულერს ჩაანაცვლებს, რომელმაც მერის თანამდებობის ხელახლა დაკავებაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკა გიფი, რომელსაც ანგელა მერკელის მთავრობაში ოჯახის საკითხების მინისტრის თანამდებობა ეკავა, საკუთარ სადოქტორო ნაშრომში პლაგიატთან დაკავშირებული სკანდალის გამო რამდენიმე თვის წინ გადადგა.