ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გიორგი გახარიას განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს
"სამარცხვინო და სამწუხაროა ასეთი განცხადების გაკეთება ყოფილი პრემიერის მიერ", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიას განცხადებას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ სურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ფორმატში გააკეთოს შეფასება.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა", არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.