"დიდი რაოდენობით ამომრჩევლის მოსვლის შემთხვევაში, ივანიშვილსა და მის რეჟიმს არაფერი გაუვა"
"სწორედ, ყველა ამ უკანონო, არალეგიტიმური, სამარცხვინო მეთოდის გამო უნდა მოვიდნენ დიდი რაოდენობით ადამიანები არჩევნებზე და დააფიქსირონ მათი ნება", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ რესურსის გამოყენება ხდება.
"თუ თქვენ გულისხმობთ იმას არის თუ არა სამართლიანი გარემო, ნორმალურთან მიახლოებული ატმოსფეროც კი - არა, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ დარღვევებს ჰქონდეს ადგილი ან პირდაპირ დანაშაულებს და მერე ჩვენ ეს ვამხილოთ, ჩვენი ამოცანა არის გამარჯვება. სწორედ, ყველა ამ უკანონო, არალეგიტიმური, სამარცხვინო მეთოდის გამო უნდა მოვიდნენ დიდი რაოდენობით ადამიანები არჩევნებზე და დააფიქსირონ მათი ნება, ამ შეთხვევაში არ გაუვათ არაფერი ივანიშვილსა და მის რეჟიმს ყველა ამ მეთოდის მიუხედავად", - განაცხადა ბოკერიამ.