საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების რაოდენობა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 216 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 339 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 609 340-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 392, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი - 413, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 608, აჭარაში - 422, იმერეთში - 901.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 386, აჭარაში - 122, იმერეთში - 305. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 21, იმერეთში - 31. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 - თბილისში, 215 - აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი.