როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე
30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.