ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარს შუახნის ქალი ემსხვერპლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერის წარმომადგენლმა გია ფასიეშვილმა განუცხადა, ხანძარს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის ქალი ემსხვერპლა. მისივე ინფორმაციით, ქალი ცეცხლის გაჩენის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.