"თუკი მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდება, ეს ევროკავშირს პოზიციის ჩამოყალიბებაში გარკვეულ პრობლემას შეუქმნის და ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს" - კვირის პალიტრა

"თუკი მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდება, ეს ევროკავშირს პოზიციის ჩამოყალიბებაში გარკვეულ პრობლემას შეუქმნის და ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს"

"თუკი მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდება, ეს ევროკავშირს პოზიციის ჩამოყალიბებაში გარკვეულ პრობლემას შეუქმნის და ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ მხოლოდ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს და სტრასბურგის სასამართლოს მკაფიო ვერდიქტი აქვს გამოტანილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ევროპარლამენტართა განცხადებების სტროფებს შორის უნდა წავიკითხოთ, თუ რა წარმოადგენს მათი შეშფოთების მიზეზს.

"ოპოზიციას დღის წესრიგიდან დესტაბილიზაციის თემა მოხსნილი არა აქვს. საზოგადოებას, ჩვენთან თუ საზღვარგარეთ, კარგად ესმის, რომ ჩამოსვლის თემა არჩევნებთან არ არის დაკავშირებული. ჩამოსვლა გაცხადებულია იმის გამო, რომ დესტრუქციული პროცესების განვითარებისა და დესტაბილიზაციისთვის გარკვეული მობილიზაცია მოახდინოს. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ეს უკვე მეორე საკითხია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.