როგორია პარტიების წინასაარჩევნოდ მიღებული შემოსავალი - ვის რამდენი ათასი ლარი ერგო - კვირის პალიტრა

როგორია პარტიების წინასაარჩევნოდ მიღებული შემოსავალი - ვის რამდენი ათასი ლარი ერგო

"2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 12 871 714 ლარის შემოსავალია მიღებული", - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 10 319 989 ლარი შემოწირულობებია, 1 972 996 ლარი - საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 578 729 ლარი სხვა შემოსავლები.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჯამური შემოსავალი 8 287 870 ლარია, აქედან შემოწირულობა - 7 837 030 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავალი - 428 335 ლარი. პარტიას ასევე მიღებული აქვს სხვა შემოსავალი 22 505 ლარის ოდენობით.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჯამური შემოსავალი - 774 704 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი - 183 303 ლარი, შემოწირულობები - 543 182 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი - 48 219 ლარი;

"გახარია - საქართველოსთვის" ჯამური შემოსავალი 756 601 ლარია, აქედან შემოწირულობაა 755 711 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 890 7 ლარი;

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ჯამური შემოსავალი 667 963 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი 93 701 ლარი, შემოწირულობები 74 262 ლარი, ხოლო კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი - 500 000 ლარია.

"გირჩის" შემოსავალმა ჯამში 577 218 ლარი შეადგინა, პარტიას არც შემოწირულობა აქვს მიღებული და არც სხვა რაიმე შემოსავალი გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა.

ასევე, შემოწირულობები საანგარიშო პერიოოდში მიღებული არ აქვს "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს" გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, რომელიც 369 043 ლარია.

"ლელო საქართველოსთვის" ჯამურმა შემოსავალმა 895 960 ლარი შეადგინა, აქედან 824 997 ლარი შემოწირულობაა, 66 963 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 4 000 ლარი სხვა შემოსავლები.

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ჯამური შემოსავალი 121 287 ლარია, აქედან საბიუჯეტო დაფინანსება 86 927 ლარი, ხოლო შემოწირულობები - 34 360 ლარი.

"მესამე ძალის" ჯამურმა შემოსავალმა 100 827 ლარი შეადგინა, აქედან 78 327 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 22 500 ლარი - შემოწირულობა.

დანარჩენი სუბიექტების ჯამურმა შემოსავალმა 320 242 ლარი შეადგინა, აქედან 227 948 ლარი შემოწირულობაა, 89 179 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსება, 3 115 ლარი - სხვა შემოსავლები", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის შუალედურ ანგარიშში.

ცნობისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია და 68 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.

"ინტერპრესნიუსი"