"გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი" - კვირის პალიტრა

"გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი"

"გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, თუ რა ეტაპზეა "ფარულ მოსმენებთან" დაკავშირებით გამოძიების პროცესი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთანავე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილის სახით.

"პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი. მე მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, მათი პატრიოტიზმისთვის და მათი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ.

მეორე, ბუნებრივია გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან შესაძლოა კანონიერი, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები და რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.