"მოვუწოდებ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და ჩამოვიდეს უფრო ადრე" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და ჩამოვიდეს უფრო ადრე"

"ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მე არ ვეთანხმები ევროპარლამენტარებს, პირიქით, მოვუწოდებ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და ჩამოვიდეს უფრო ადრე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოსვლის დაანონსება და შემდეგ პირობის შეუსრულებლობა "ქართული ოცნების" თამაშზე მიუთითებს. კითხვაზე, თუ მართლაც ჩამოვა სააკაშვილი, მაშინ რას იტყვის მის მოსაზრებაზე, რომ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს, ხვიჩია ამბობს, რომ დააკვირდება და ამ შემთხვევაში საპირისპიროს დაიჯერებს.

"ნაცვლად საღამოს 11 საათისა, სააკაშვილი აქ უნდა იყოს დილის 12 საათიდან, ან საერთოდ წინა დღიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება. ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მაგრამ ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არჩამოსვლას ძალიან იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. ეს მგონია, რომ არის "ქართული ოცნების" თამაში, რაც დასტურდება ბოლო 9 წლის და 15 - ზე მეტი არჩევნების შედეგებით.

თუ ჩამოვა, დავაკვირდებით, დავიჯერებთ (რომ "ქართული ოცნების" თამაშს არ თამაშობს), ასეთი მცდარი წარმოდგენა რომ გვქონდა ამის გამო, ვეცდებით, რომ ჩვენი სიტყვა (პორშეთი გასეირნება) შევასრულოთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.