"წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!"
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს.
"საქართველო:
- კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა). მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე, ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!
- აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% - მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.
- გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!
- წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!"