"არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც "შენი ცოლობა მინდა" უთქვამს" - რას ჰყვება "დოჩი" მეუღლეზე
ცნობილი ტელესერიალის ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟის "დოჩის" როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა გათხოვდა. მისი რჩეული კახაბერ კაშიაა.
როგორც გადაცემა "სთორიში" ისაუბრა, მომავალი მეუღლე ბავშვობის მეგობარმა გააცნი.
"ეს ყველაფერი ბედისწერის ამბავიც არის. ერთ დღეს ვესაუბრებოდი ჩემს ზუგდიდელ, ბავშვობის მეგობარს, მისთვის ჩემი მეუღლე როგორი ნაცნობია იცით? საერთდ რომ არ უნდა გახსენებოდა, მაგრამ "მესენჯერში" ვიდეოთვალით საუბრისას უცებ მეუბნება, ახლა ერთი ჩემი კარგი მეგობარი უნდა გაგაცნოო. დაურეკა ჯერ მას და უთხრა, რომ "დოჩი" უნდა გაგაცნოო. მან უთხრა თურმე, რომ მისი გაძლება და ატანა არც ერთი წამით არ იქნება შესაძლებელიო და არ მინდაო.
მოკლედ ასე იძულებით ჩართო ონლაინ. თავიდან რომ დავინახე კახა, ვერ გეტყვი, რომ შემიყვარდა. შენ იცი, რომ ჩემში ქალ-ვაჟური შეგრძნების გაღვიძება რთული იყო, მაგრამ ძალიან მივამსგავსე ჩემს თავს. რომ დავინახე მქონდა შეგძნება, რომ ჩემი ადამიანი იყო. 
ამ პირველი ჩართვიდან, 8 თვის შემდეგ ისე გავთხოვდი, რომ არც "მიყვარხარ" უთქვამს, არც "შენი ცოლობა მინდა" უთქვამს, რაღაცნაირად არასერიოზულად მოხდა ეს ყველაფერი, პოზიტივი და იუმორში. სხვათაშორის ასევე დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. პირველი მესიჯიც ეს იყო - "ცოლი როგორ ხარ, იქნებ ჩვენი საერთო მეგობრის გარეშე ვისაუბროთო.
ზოგადად სულ ვამბობ ხოლმე, "დოჩის" როლმა მომისპო მომავალითქო (იცინის). ყველას ასეთი ვგონივარ და გამირბიან. მაგრამ მის თვალში ეს სტერეოტიპი იმ წამიდან, როცა ერთმანეთი გავიცანით, დაინგრა. არ შემიძლია მოგიყვე სიყვარულის დიდი ისტორია, მაგრამ მოგიყვები მეგობრობის და მიჯაჭვულობის ისტორიას" - ამბობს მსახიობი. იხილეთ სრულად