მარკეტა გრეგოროვა:"თუ ფარული მოსმენების სამიზნეებში მოიაზრებოდა ევროკავშირის ელჩი, მაშინ ამას განვიხილავთ, როგორც გარკვეული ხარისხის ბზარს ნდობაში"
თუ ფარული მოსმენების სამიზნეებში მოიაზრებოდა ჩვენი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ, როგორც გარკვეული ხარისხის ბზარს ნდობაში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა არსებულ შესაძლებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს უსმენს.
როგორც გრეგოროვამ განმარტა, ერთი მხრივ საკმაოდ ნორმალურია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა თვალყური მიადევნონ შესაძლო საფრთხეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს, ასევე, უგზავნის სიგნალს მათ, ვისაც უსმენენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ არ ენდობა.
"ეს ძალიან რთული საკითხია. ნაწილობრივ, საკმაოდ ნორმალურია უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში, რომ მათ თვალყური მიადევნონ შესაძლო საფრთხეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს, ასევე, უგზავნის სიგნალს მათ, ვისაც უსმენენ ან ვისზეც აგროვებენ მონაცემებს, რომ პოტენციურად საქართველოს ხელისუფლება ან ზოგადად საქართველო მათ არ ენდობა. თუ ამ პროცესში მოიაზრებოდა ჩვენი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც გარკვეული ხარისხის ბზარს ნდობაში და მოხარული ვიქნებოდი, მომესმინა მეტი განმარტება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საგულისხმოა, რომ ეს არის მიმდინარე გამოძიება და ჩვენც კი არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ჯერ", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
"ინტერპრესნიუსი"