"კარფური" "მასტერშეფის“ ახალი, მე-6 სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია - კვირის პალიტრა

"კარფური" "მასტერშეფის“ ახალი, მე-6 სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია

"მასტერშეფმა,“ ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კულინარიულმა შოუმ ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ახალი მე-6 სეზონი გაორმაგებული ენერგიითა და ენთუზიაზმით დაიწყო. ამ საინტერესო გზაზე მისი სანდო პარტნიორი, მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი, ისევე როგორც წინა მე-5 სეზონის განმავლობაში, კვლავ წამყვანი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი "კარფური“ იქნება, საქართველოში წარმოდგენილი კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ.

წარმატებული მე-5 სეზონის შემდეგ, "მასტერშეფის“ ახალი მე-6 სეზონი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე დაიწყო და ერთგულ მაყურებლებს ახალ ეპიზოდს ყოველ კვირას, საღამოს 10 საათზე შესთავაზებს.

მნიშვნელოვანია, რომ შოუს კონკურსანტებისათვის კერძების მოსამზადებლად განკუთვნილი ყოველი ინგრედიენტის ხარისხი გარანტირებულია, რადგან მათ მიწოდებას მომხმარებლის რჩეული ბრენდი "კარფური”, უზრუნველყოფს.

ვინაიდან "კარფური“ აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ფერმერებსა და მომწოდებლებს, ბრენდის მიერ შოუს კონკურსანტებისათვის მიწოდებული ბევრი პროდუქტი ადგილობრივი წარმოებისაა, პირდაპირ პარტნიორი მეურნეობებიდან.

"ხარისხი გარანტირებულია“ - ესაა "კარფურის“ ექსკლუზიური პროდუქტების მთავარი სლოგანი, რომელთა სტენდიც "მასტერშეფის“ სტუდიაში განთავსდება მთელი ახალი სეზონის განმავლობაში, რაც საშუალებას მისცემს მაყურებლებს, დაათვალიერონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ფრანგული ბრენდის გამორჩეული პროდუქტების შესახებ.

"კარფური“ცნობილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მომხმარებელს წლების განმავლობაში შეუდარებელ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს.

ორივე პარტნიორის, "მასტერშეფისა“ და "კარფურის“ მაღალპროფესიონალური გამოცდილების გათვალისწინებით, შოუს გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, კომფორტულად მოკალათდნენ და ისიამოვნონ ახალი სეზონით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შოუს მეშვეობით გაიუმჯობესონ საკუთარი კულინარიული ცოდნა და მიიღონ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.

(R)