"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, თქვენს სამშობლოში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, თქვენს სამშობლოში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საშულებით დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის საქართველოშია.

"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან რვა წლის შემდეგ" - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა. მოგვიანებით კი მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის პოსტს კომენტარებში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი:

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, თქვენს სამშობლოში. შემდეგ სერიაში სრული მობილიზაცია ხდება ბათუმში, პოლიციით და სპეცრაზმით იკეტება ქალაქი და მიშა შემდეგ ვიდეოს ავრცელებს ანაკლიიდან. აქ უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.