"რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! "ქართული ოცნება" იგებს!" - კვირის პალიტრა

"რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! "ქართული ოცნება" იგებს!"

"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც "გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა".

"რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! "ქართული ოცნება" იგებს!" , - წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

"ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას", - აცხადებს სააკაშვილი.