"სინოფარმის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია - კვირის პალიტრა

"სინოფარმის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია

ჩინეთის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამი, საქართველოში ,,სინოფარმით" ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

"ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული "სინოფარმის" ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - ჰტტპს://ბოოკინგ.მოჰ.გოვ.გე/ . მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.