საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს ხელი სთხოვეს - კადრები ბათუმიდან - კვირის პალიტრა

საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს ხელი სთხოვეს - კადრები ბათუმიდან

რამდენიმე საათია რაც, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

ყველა რეგიონში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ სასიამოვნო ფაქტი მოხდა ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

ტვ 25-ის წამყვანს ია გოლიაძეს აჭარის ტელევიზიის წამყვანმა გიორგი მიქელაძემ ხელი სთხოვა. ფაქტი 52 -ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

Ambebi.ge