გლდანში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო - რა მოხდა 72-ე საარჩევნო უბანზე
გლდანში, #72-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეფერხებულია. არსებული ინფორმაციით, "ელენე ხოშტარია - დროას" წარმომადგენლებს უბანზე შესაძლო კანონდარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დაწერის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
"სანამ ტელევიზიები არ ჩაირთო, მე მეუბნებოდნენ, რომ არ მქონდა საჩივრის დაწერის უფლება. შემოხვედით თქვენ და მითხრეს, რომ მაქვს საჩივრის დაწერის უფლება,"- განაცხადა "დროას" წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, "დროას" წევრების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე კომისიის წევრებს ფურცლებს, უბნის გარედან, ღია ფანჯარაში აწვდიდა, რაც კანონდარღვევაა.
"ინტერპრესნიუსი"