"გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია! ამ მედიკამენტმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი" - რას წერს კულუმბეგოვი? - კვირის პალიტრა

"გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია! ამ მედიკამენტმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი" - რას წერს კულუმბეგოვი?

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც კომპანია "მერკის" კვლევებს ეყრდნობა.

მისი ინფორმაციით, კვლევის თანახმად ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი.

"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!" - წერს კულუმბეგოვი.