Ipsos-ის ეგზიტპოლი: კახა კახალაძე - 40,2%, ნიკა მელია - 40,8% გიორგი გახარია - 8,7%
Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში.
კერძოდ, ორგანიზაციის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" – 38, 6 %
"ნაციონალური მოძრაობა" – 33 %
გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" – 7,6 %
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" - 4,8 %
"ლელო" – 4 %
"ევროპული საქართველო" – 1 %
რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.
კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
"ქართული ოცნება", კახა კახალაძე - 40,2 %
"ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %
პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 8,7 %
შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.