Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები: კახა კალაძე - 43%, ნიკა მელია - 39%, გიორგი გახარია - 7%
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.
კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
"ქართული ოცნება", კახა კალაძე - 43%,
"ნაციონალური მოძრაობა", ნიკა მელია - 39%,
პარტია "საქართველოსთვის", გიორგი გახარია - 7%.
"ხალხისთვის", ანა დოლიძე - 4%,
"ლელო", ანა ბიბილაშვილი - 2%,
"პატრიოტთა ალიანსი", გიორგი ლომია - 1%
რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%
კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს.