"გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისში კახა კალაძემ - 51,3% ნიკა მელიამ - 34,6% მიიღო - კვირის პალიტრა

"გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისში კახა კალაძემ - 51,3% ნიკა მელიამ - 34,6% მიიღო

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ორგანიზაცია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა"- 27, 1% მიიღო.

18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები ასეთია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 27, 1%

"ევროპული საქართველო" – 2,6%

"ზურაბ ჯაფარიძე გირჩი"– 2,8%

"ლელო საქართველოსთვის" – 2, 8%

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" 1,3%

"საქართველოსთვის"- 6, 8%

"პატრიოტთა ალიანსი" – 1,6%

"ალეკო ელისაშვილი-მოქლაქეები" 1%

"ლეიბორისტული პარტია"- 1,8%

"იაგო ხვიჩია-გირჩი" 0,9%

სხვა პარტიები ჯამში - 3,7%

რაც შეეხება თბილსიის მერის არჩევნებს კანდიდატების ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

კახა კალაძე- 51,3%

ნიკა მელია- 34,6 %

გიორგი გახარია- 5,6%

ანა დოლიძე-3,1%

ანა ბიბილაშვილი- 2%

გიორგი ლომია-1%

თამარ კეკენაძე- 0,2%

სხვა კანდიდატები ჯამში 1, 6%