"დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, კიდევ ერთხელ გილოცავთ"
დიდი პატივია ჩვენთვის მერვედ გამარჯვება, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას, - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოწყობილი სცენიდან.
როგორც ღარიბაშვლმა აღნიშნა, "დღევანდელი გამარჯვება" მმართველი გუნდის ამომრჩეველს და მხარდამჭერებს ეკუთვნის.
"ვულოცავ კახა კალაძეს, ვულოცავ ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ვულოცავ. დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხრადამჭერებს",- განაცხადა პრემიერმა.
იხილეთ ვიდეო