ზვიად კუპრავა დააკავეს - რას ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში? - კვირის პალიტრა

ზვიად კუპრავა დააკავეს - რას ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.