Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, "ოცნებამ" პროპორციულ ნაწილში ხმების 38,5% მიიღო, თბილისის მერის არჩევნებში კი 40,5%-ით კალაძე ლიდერობს
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი.
20:00 საათის მონაცემების მიხედვით შედეგები ასეთია:
კახა კალაძე - 40,5 %
ნიკა მელია - 39,9 %
გიორგი გახარია - 8,9 %
ანა დოლიძე - 4,1 %
ანა ბიბილაშვილი - 2,5 %
სხვა კანდიდატები - 4,1%
თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" - 38,5%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 31,9%
"საქართველოსთვის" - 7,7 %
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 4,8 %
"ლელო" - 3,7%
"ხალხისთვის" - 2,3%
"გირჩი" - 2,2%
"მოქალაქეები" - 1,3%
"ევროპული საქართველო" - 1,0 %
სხვა პარტიები - 6,6%
ტელეკომპანიის ინფორმაციით, IPშOშ-მა ეგზიტპოლი შპს "მთავარი არხის" დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + / - 3%