Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, "ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კალაძეს 44%-იანი, ხოლო მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 46% აქვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 33%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა:
"საქართველოსთვის" - N25 - 6%;
"ევროპული საქართველო" N2 - 2%;
"ლელო N9" - 2%;
'გირჩი - მეტი თავისუფლება" N45 - 2%;
"მესამე ძალა N1" - 1%;
"მოქალაქეები N7" - 1%;
"პატრიოტთა ალიანსი" N8 - 1%;
"ლეიბორისტული პარტია" N10 - 1%;
"დროა "N32 - 1%;
"გირჩი" N36% - 1%;
"მოძრაობა ხალხისთვის" N48 - 1%.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისში, პროპორციულ ნაწილში პარტიების მხარდაჭერას, 20:00 საათისთვის მათი მაჩვენებელი ასეთია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" N41 - 41%;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" N5 - 31%;
"საქართველოსთვის" - N25 - 7%;
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - N45 - 5%;
"ლელო" N9 - 3%;
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" N7 - 2%;
"მოძრაობა ხალხისთვის" N48 - 2%;
"გირჩი" N36 - 2%;
"დროა" N32 - 2%;
"ევროპული საქართველო" N2 - 2%
"ლეიბორისტული პარტია" N10 - 1%;
"მესამე ძალა" N1 - 1%.
რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას - 40%, გიორგი გახარიას კი 7%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 5%; თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.