"ქუთაისმა "ოცნება" დაამარცხა!" - რას წერს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე?
ქუთაისმა"ოცნება“ დაამარცხა! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქუთაისში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დათვლილია.
„თითქმის დავთვალეთ. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! ბიძინას მოვუგეთ ქუთაისი“ - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში"ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა"ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.
"ინტერპრესნიუსი"