"სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 46.6%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 31.1% მიიღო - კვირის პალიტრა

"სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 46.6%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 31.1% მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" თვითმმართველობის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 46.6% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 31.1%, ხოლო "საქართველოსთვის" 7.7%.

რაც შეეხება თბილისში პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარებულ არჩევნებს, თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 39.7%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" 8.8% მიიღო.

როგორც ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ აღნიშნა, მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"