"მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ამ ემოციებში ვართ, დავისვენებთ ერთი-ორი დღე"
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გორის მერი გახდება, სამომავლო გეგმებზე ტელეკომპანია "იმედთან" საუბრობს. მისი თქმით, მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება.
"მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ამ ემოციებში ვართ, დავისვენებთ ერთ-ორი დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ ამ მუშაობას", - ამბობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის გორში დათვლილია ხმების 58.88%, ხმები კი ასე გადანაწილდა:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( "ქართული ოცნება") - 51.66%
ვასილ მახარაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") - 32.42%
კონსტანტინე ანანიაშვილი ("საქართველოსთვის") - 13.37%