სტალინის ლიმუზინი მუზეუმში, რაკეტები, აკვა-პარკი შიდა და გარე აუზებით - კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფუფუნების საქონლის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა - კვირის პალიტრა

სტალინის ლიმუზინი მუზეუმში, რაკეტები, აკვა-პარკი შიდა და გარე აუზებით - კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფუფუნების საქონლის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები, რომელსაც 1948 წლიდან ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმი მართავს, დამთრგუნველია. მოსახლეობის დაახლოებით 70% -ს არ აქვს საკმარისი საკვები და ბევრი დამოკიდებულია გლობალურ სასურსათო დახმარებაზე. თუმცა, ეს ყველაფერი უზენაეს ლიდერს კიმ ჩენ ინს პირადი ფუფუნების საგნებზე კოლოსალური ოდენობის თანხების დახარჯვაში ხელს არ უშლის.

ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მიდის იარაღის პროგრამაზე და მრავალ ისეთ პროექტებზე, რითიც მხოლოდ სხელმწიფოს ელიტა სარგებლობს.

ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გამოსცადა. ამას გარდა იხილეთ, რაში იხარჯება მილიარდები და მილიონები მაშინ, როდესაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი შიმშილს ებრძვის.

უზარმაზარი სტადიონი

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მდებარე რუნგრადოს სტადიონი მსოფლიოში ერთ -ერთი უდიდესი არენაა და 150,000 მაყურებელს იტევს. 1986 და 1989 წლებში აშენებული სტადიონი დაახლოებით 210 მილიონი დოლარი დაჯდა.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მისი შეცვლა 2013 წელს გადაწყვიტა, რათა ის საფეხბურთო მატჩებისთვისაც გამოეყენებინა. თუმცა, ამ 150,000- ადგილიანი ადგილის რეალური მიზანი პროპაგანდისტული რეჟიმის აღნიშვნაა. საზეიმო ღონისძიებაზე ათიათასობით მოცეკვავე გამოდის, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან.

პლაჟის კურორტი

კიმ ჩენ ინმა 2018 წლის საახალწლო გამოსვლაში ამაყად ისაუბრა ვონსანის მდიდრულ სანაპირო კურორტად გადაქცევის გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ იგი სწორედ ამ ქალაქში დაიბადა. ეს არის ინდუსტრიული საპორტო ქალაქი, თუმცა გეგმების თანახმად მან სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ტურისტები უნდა მოიზიდოს.

NK News-ის ინფორმაციით სანაპიროზე პირამიდის ფორმის სასტუმროები, კერძო ვილები და ხელოვნური ტბა გაშენდება. სამშენებლო პროგრამა 2018 წელს - სანაპირო ზოლის 4.5 კილომეტრის მონაკვეთზე დაიწყო და კვლავ გრძელდება.

აეროპორტები

რეჟიმის მაღალჩინოსნები თანამედროვე აეროპორტებს ეროვნული სიამაყის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ. ბოლო წლებში ორი ძირითადი სამშენებლო პროექტი განხორციელდა.

პირველი არის 2015 წელს ფხენიანის აეროპორტში გახსნილი საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც გიგანტური შუშის კედლების, უბაჟო ზონას და შადრევნებს მოიცავს. მეორე არის 500-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი ყოფილი სამხედრო აეროპორტისთვის, რომელიც ვონსანში სამოქალაქო მიზნებისთვის გადაკეთდა. განაგრძეთ კითხვა