სოფელ კაბალში, სადაც ერთ-ერთ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სადაც გამთენიისას ერთ-ერთ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა.
სახლის პატრონი იმზან მამედოვი და მისი ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ვერსიას, რომლის მიხედვითაც მამედოვებს, თანასოფლელ ნიაზოვებთან სადაო ბიზნეს წილები აკავშირებდათ, რის გამოც, შესაძლოა, შურისძიება მომხდარიყო, კატეგორიულად გამორიცხავენ ნიაზოვები.
"მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ჩემი თანასოფლელები არიან, არავითარი ბიზნეს წილი არ გვაქვს და არც საერთო. მიწა, რომელიც მე მეკუთვნოდა და მერე სხვამ იყიდა, იმათგან იყიდეს შემდეგ მამედოვებმა, მაგრამ მე რა შუაში ვარ ან ჩემი ოჯახი. გამოვრიცხავ ჩვენს კავშირს მაგ ამბავთან", - ამბობს ჯემალ ნიაზოვი.
ფაქტი, გამთენიისას მოხდა. ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
საქმეზეგამოძიებაორიმუხლითდაიწყო, რაცნივთისდაზიანებას, განადგურებასდაცეცხლსასროლიიარაღის, საბრძოლომასალის, ფეთქებადინივთიერებისანასაფეთქებელიმოწყობილობისმართლსაწინააღმდეგოშეძენა, შენახვა, გადაზიდვაანგადაგზავნასგულისხმობს.