ვინ რამდენი ხმა მიიღო თბილისის ყველა უბნის დათვლის შედეგად
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა. შედეგების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.04% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას - 33.96%, გიორგი გახარიას კი 9.36%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის კი ხმების პროცენტული განაწილება ასეთია: ანა დოლიძე - 4.59%; ანა ბიბილაშვილი - 2.53%; გიორგი ლომია - 1.47%; მიხეილ ქუმსიშვილი 0.81%; რიჩარდ ოგბუნუჯუ -0.61%; თამარ კეკენაძე -0.61%.