ვინ რამდენი ხმა მიიღო თბილისის ყველა უბნის დათვლის შედეგად - კვირის პალიტრა

ვინ რამდენი ხმა მიიღო თბილისის ყველა უბნის დათვლის შედეგად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა. შედეგების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.04% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას - 33.96%, გიორგი გახარიას კი 9.36%.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის კი ხმების პროცენტული განაწილება ასეთია: ანა დოლიძე - 4.59%; ანა ბიბილაშვილი - 2.53%; გიორგი ლომია - 1.47%; მიხეილ ქუმსიშვილი 0.81%; რიჩარდ ოგბუნუჯუ -0.61%; თამარ კეკენაძე -0.61%.