"უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო"
ოდესაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი ავრცელებს.
"1-ელ ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნა იყო გამოცხადებული და აღიძრა ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე", – წერს ბუტუსოვი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საზღვრის გადაკვეთა, შესაძლებელია, საზღვაო ბორნით შეძლო.
ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო, რადგან სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა, ბაზაში არ ფიქსირდება.
ამასთან, Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ ან ამის გამო, ან სხვა მიზეზით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ოდესის დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტეს.
"უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, წარუდგინოს ახსნა-განმარტება საქართველს მთავრობას, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში ისე, რომ ის უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს", - წერს ბუტუსოვი.
"ინტერპრესნიუსი"